მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: ინფექციის შემთხვევები თუ ათეულებზე მეტი არ იქნება, ჩვენი რესურსი ეყოფა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1586933407
COVID-19

თბილისის იფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ არსებული გამკაცრებული ღონისძიებების დამორჩილების შემთხვევაში ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსის მხოლოდ ათეული შემთხვევები იქნება.

"ნუ იქნება ასეული შემთხვევები. გამკაცრებული ღონისძიებების ზუსტი შესრულების შემთხვევაში, ვიმედოვნებთ, ათეულ შემთხვევებზე მეტი ნუ იქნება. თუ ათეულებზე მეტი არ იქნება, ის რესურსი, რაც გვაქვს, საკმარისი იქნება და შევძლებთ პრობლემის დაძლევას. რეკომენდაციაა - დავემორჩილოთ გამკაცრებულ ღონისძიებებს", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში COVID-19-ის 306 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 69 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.