მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული მედპერსონალიდან კორონავირუსი არცერთს არ აღმოაჩნდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1585983132
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ცენტრში გამოკვლეული 2 მედპერსონალიდან კორონავირუსი არცერთს არ აღმოაჩნდა.

"ჩემს ცენტრში ორი ექიმს ჩაუტარდა გამოკვლევა. ორი გამოკვლეული მედპერსონალიდან არცერთთან არ დადასტურდა კოვიდინფექცია. რაც შეეხება გამოჯანმრთლებულ პაციენტებს, დღეს 1 მათგანი დატოვებს ალბათ ცენტრს", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროის მონაცემებით COVID-19-ის 156 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.