მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 18 სოფელ მუშევანიდან არის

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1590909812
COVID-19

კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევიდან 18 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან არის, დანარჩენი 4 საკარანტინო სივრციდან, ხოლო მეორე 4 კი დადასტურებული შემთხვევასთან ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად მიღებულია.

აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ექიმის თქმით, სოფელ მუშევანის მოსახლეობის კვლევა მუდმივად მიმდინარეობს.

"კვლევის დროს დადასტურებული შემთხვევის დროს პაციენტების იზოლაცია და სტაციონარში მოთავსება ხდება, მაგრამ მათი კონტაქტების კვლევა გრძელდება. კონტაქტების კვლევისთვის საკმარისი არ არის ერთჯერადად მიღებული უარყოფითი პასუხი. აუცილებელია ინკუბაციის პერიოდის დასრულებისას, ანუ მე-14 დღისთვის კვლავ დაიტესტონ ისენი. ასეთი პაციენტების შემატება გვაქვს როცა არის ბოლნისის წყაროდან მატება. 10-14 დღის განმავლობაში გვაქვს ხოლმე ციფრი მომატებული 1-2 დღე. იმედია შემდგომი მე-14 დღე აღარ გვექნება ასეთი და მოვრჩებით მუშევანის შემთხვევებს", - აღნიშნა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირების 783 შემთხვევაა დადასტურებული.