მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაბუნია: სასწრაფოს გამოძახებების რაოდენობა იკლებს, მცირედი შემსუბუქებაა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე 2020
1607934575
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში, წინა პერიოდთან შედარებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა უჩვეულოდ დაბალია. 

მისი თქმით, გარკვეულწილად ეს შაბათ-კვირას ტესტირების დაბალ ინტენსივობას უკავშირდება.

თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, მცირედი შემსუბუქება აღინიშნება.

„სასწრაფოს გამოძახებების რაოდენობა იკლებს, მნიშვნელოვნად არის შემცირებული მოლოდინის რეჟიმში მყოფი პაციენტების რაოდენობა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჰოსპიტალურ სექტორში მეტი რესურსი გამოჩნდა იმისათვის, რომ პაციენტების ბინაზე დაყოვნება აღარ ხდებოდეს.

მცირედი შემსუბუქება აღინიშნება, მაგრამ ისევ უნდა დავაკვირდეთ. ეს კვირა იქნება კრიტიკული, იმისთვის, რომ ვნახოთ, რა მიმართულებით მივდივართ. ის შეზღუდვები, რომელიც მოქმედებს და ცალსახად უკვე უკავშირდება შემთხვევების კლებას, არის ეფექტური და მოგვცემს სტაბილიზაციის შესაძლებლობას“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე კვირას ტესტირება ისეთივე ინტენსივობით გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო. ნებისმიერს პირს, ვინც საჭიროდ ჩათვლის და ექიმისგანაც ექნება რჩევა, რომ ტესტირება ჩაიტაროს, შეუძლია მივიდეს დაწესებულებაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

1 337 - ინფიცირება, 3 498 - გამოჯანმრთელება - კორონავირუსის ახალი შემთხვევების სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა

რას უკავშირდება კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდა?