მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: კორონავირუსით გარდაცვლილი პირის დასაკრძალად ოჯახს 72-საათიანი ვადა ეძლევა

გამყრელიძე ამირან
1605272642
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილი პირის დასაკრძალად ოჯახს 72-საათიანი ვადა ეძლევა.

„ახალი პროტოკოლის მიხედვით, კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი პირის დაკრძალვა აღარ ხდება მაშინვე და ოჯახს ამისთვის 72-საათიანი ვადა ეძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ცხედარი სპეციალურ ჩანთაში თავსდება და შემდეგ სასახლეში.

უსაფრთხოა გარდაცვლილის სახლში დასვენება და პანაშვიდის გამართვა. სასურველია, რომ ეს მოხდეს 72 საათის განმავლობაში. ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი არის დიდი თავშეყრები. ამიტომ, ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ ყოველმხრივ დიდი თავშეყრებისგან“, - აცხადებს გამყრელიძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვლიდან 13 ნოემბრის ჩათვლით ლაბორატორიულად სულ დადასტურებულია 73 154 შემთხვევა.