მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: მხოლოდ 3 კრიტიკულად მძიმე პაციენტი გვყავს, 80%-ზე მეტი მსუბუქად მიმდინარეა

გამყრელიძე ამირან
1600195086
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსის მზარდი რაოდენობის დაფიქსირების მიუხედავად, რატომ აღარ წესდება მკაცრი რეგულაციები.

„ლოქდაუნები“ ძირითადად იყო გაზაფხულზე, მაშინ, როდესაც არ ვიცოდით, რა იყო ეს ინფექცია. მაშინ ეს ვირუსი უფრო აგრესიული იყო. გაზაფხულზე სიკვდილიანობა გლობალურად 7% იყო. მთელ რიგ ქვეყნებში ეს გახლდათ 10%, 15%, 19%. იმ დროს ვირუსის ქცევის შესახებ ნაკლები ინფორმაცია იყო და ბრძოლის ერთადერთი იარაღი გახლდათ ლოქდაუნის ტიპის ღონისძიებები“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ზაფხულში ვირუსის აგრესიულობა შემცირდა, გლობალურად სიკვდილიანობის პროცენტი 7-დან 3.2-ზე ჩამოვიდა.

„საერთო შემთხვევებში მსუბუქი შემთხვევების რაოდენობა სერიოზულად გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც გაიზარდა. კრიტიკული პაციენტი მსოფლიოში მხოლოდ 1%-ია“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, საქართველოში მხოლოდ 3 კრიტიკული პაციენტია, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 80%-ზე მეტი კი, მსუბუქად მიმდინარეა.

„მძიმე ავადმყოფების რიცხვიც დიდი არ არის. შესაბამისად, დღეს კორონავირუსის ქცევა და მისი მართვა ცოტა სხვანაირია.

თუ ჩვენ გაზაფხულზე გვქონდა პრინციპი - დარჩი სახლში, დღეს პრინციპია - ვისწავლოთ თანაცხოვრება და ადაპტირება კორონავირუსთან“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.