მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გაზაფხულზე ამდენი და ასეთი მძიმე შემთხვევები რომ ყოფილიყო, 2 კვირაც ვერ გავუძლებდით“ , - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი 2020 წელს
1607184148
COVID-19

„ჩემი პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ამას არასდროს გავურბოდი და არც ახლა იქნება ასე“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, პანდემიისა და დიდი ეპიდემიების დროს მხოლოდ ჯანდაცვის უწყების პასუხისმგებლობა არ დგას.

„სწორედ ამიტომ არის შექმნილი მულტისექტორული საბჭო. რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს, სწორედ ამიტომ ბევრ საკითხს ვაანალიზებთ და გავცემთ რეკომენდაციებს.

ამ რეკომენდაციებს მე არ ვიგონებ, ეს დიდი ინსტიტუციების გამოცდილებას ეყრდნობა. ახლა ქვეყანაში საკმაოდ რთული სიტუაციაა და ამას არავინ არ მალავს.

მოვა იმის დრო, როდესაც განვიხილავთ, ვინ რა შეცდომა დაუშვა ვირუსის მართვის დროს. არცერთი ასეთი პროცესი ხარვეზის და შეცდომის გარეშე არ მიდის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, გაზაფხულზე ახლანდელი ტალღა რომ ყოფილიყო, 2 კვირაც ვერ გავუძლებდით ასეთ მძიმე შემთხვევებს.

„სისტემა ძალიან გადატვირთულია და შესაბამისად,ხარვეზებიც ბევრია“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ სატელევიზიო ეთერში.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა

👉 ეპიდვითარება საქართველოში