მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ღორის გრიპით უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე კორონავირუსით“ - თენგიზ ცერცვაძის განცხადება

ინფექციური კლინიკის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, 2020
1599824661
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ღორის გრიპით უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე კორონავირუსით.

„საქართველო მყარად ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, სადაც 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით, კორონავირუსისგან სიკვდილობის შემთხვევების რიცხვი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ევროპის და ამერიკის ქვეყნებში. მილიონ მოსახლეზე 5 გარდაცვლილია. ეს ნაკლებია იმაზე, ვიდრე ჩვენ გვქონდა ე.წ. ღორის გრიპის პანდემიის დროს“,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ დაცულია.

„მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნავს სახელმწიფო, ჯანდაცვის სისტემა, რომელიც გამართულად მუშაობს, სხვანაირად ასეთი შედეგები ვერ დაიდებოდა“,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის მორიგი რეკორდი დაფიქსირდა. დღეს COVID 19-ის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.