მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარია - ეს არის ომი უხილავ მტერთან

პრემიერ-მინისტრი
1585770119
COVID-19

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან ბრძოლას, უხილავ მტერთან ომი უწოდა და იქვე აღნიშნა, რომ ამ პროცესიდან გამარჯვების შანსი საქელმწიფოს, სამოქალაქოს სექტორისა და თითოეული მოქალაქის ერთიანობაშია.

მისივე თქმით, COVID-19-თან ბრძოლის პროცესი ეკონომიკის კრიზისზე გადის, ამიტომ მთავრობის მეთაური თვლის, რომ ვირუსის დამარცხების შემდეგ მთავარი შედეგი ეკონოიკის სწრაფი აღდგენა იქნება.

"დღეის მდგომარეობით გვყავს 117 ინფიცირებული და 23 გამოჯანმრთელებული პირი, რაც მისასალმებელია, მაგრამ არ გვაქვს არანაირი საფუძველი, ვიყოთ მშვიდად და თვითკმაყოფილი. აუცილებელია კიდევ უფრო მაღალი ორგანიზებულობა, ყურადღება და კონცენტრაცია, რადგან ეს არის ბრძოლა, ომი უხილავ მტერთან, რომელშიც არც ერთ მთავრობას, საქართველოზე უფრო ძლიერ სისტემურ ქვეყნებშიც, გამარჯვების შანსი არ აქვს, თუ არ გაერთიანდება, ყველა, სახელმწიფო, სამოქალაქო სექტორი, თითოეული მოქალაქე. გამოწვევა ბევრი ყოფილა, ამასაც დავაღწევთ თავს, მთავარია რის ფასად და ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად ვიპოვოთ ბალანსი. უპირველესია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რა ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას. უკვე შევდივართ სწრაფი გავრცელების ეტაპზე და აქ ჩვენი ყურადღება კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს, ამიტომ გადავდგით იძულებითი ნაბიჯები ე.წ კომენდანტის საათიდან დაწყებული და დავაწესეთ საკმაოდ მძიმე შეზღუდვები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ ყველამ უნდა გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში და ისე, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და რა თქმა უნდა, ეკონომიკას. მთავარი შედეგი იქნება ის, კრიზისიდან გამოსვლის პირველივე დღეს, როდესაც სამყარო შეიგრძნობს, რომ ეს ბრძოლა გადალახულია, როგორ სწრაფად შეძლებენ ეკონომიკები, აღიდგინონ ის პოზიციები, რომლებიც ჰქონდათ ამ კრიზისში შესვლამდე, საქართველოს შემთხვევაში საუბარია 2020 წლის დასაწყისის ეკონომიკურ პოზიციებზე", - განაცხადა პრემიერმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენცის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ამავე პერიოდში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კომენდანტის საათი მოქმედებს. საქრთველოს ორ მუნიციპალიტეტში, მარნეულსა და ბოლნისში კი მკაცრი საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული.