მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარია სწრაფ ტესტებზე ოპოზიციის შეთავაზებაზე - პოლიტიკური კეკლუცობის ნაცვლად თუ ვინმეს რაიმეს თავი აქვს მოქალაქეებს მიეხმაროს

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარია 2020წელი
1585394685
COVID-19

"თუ ვინმეს რაიმეს თავი აქვს და შეუძლია, ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს მიეხმაროს, მივიდეს იქ, სადაც მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს და იქ დაგვეხმარონ, ტელევიზორიდან პოლიტიკური კეკლუცობის ნაცვლად", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რუხის მრავალპროფილურ კლინიკასთან, ტესტებთან დაკავშირებით ოპოზიციის შეთავაზებაზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით ტესტებთან დაკავშირებით ისეთი ადამიანები სპეკულირებენ, რომლებსაც მედიცინასთან ახლოსაც არ გაუვლიათ და საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ტესტებზე.

"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არის შემდეგი რამ და დღეს თუ საქართველო სხვებთან შედარებით ნორმალურად უმკლავდება გამოწვევებს, ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვუსმენთ პროფესიონალებს. როცა ეპიდემიოლოგიაზეა საუბარი, ჩვენ ვუსმენთ არა პოლიტიკოსებს, არამედ ეპიდემიოლოგებს. როდესაც ეკონომიკაზეა საუბარი, ვსხედვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათთან ვსაუბრობთ. როდესაც მოქალაქეების პირდაპირ, მიზნობრივ დახმარებაზეა საუბარი, მაშინ პირდაპირ კავშირზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან და არავის ასეთი სიტყვიერი რჩევა, რასაც მე ჭორაობას დავარქმევდი, არ გვჭირდება", - აღნიშნა პრემიერმა.