მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარია თვითიზოლაციაში იმყოფება

საქართველოს პრემიერი 2020
1604248986
COVID-19

საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა. აღნიშნულის შესახებ პრემიერის Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრემიერი აცხადებს, რომ მის თანამშრომელს მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას კორონავირუსი დაუდგინდა.

„საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, სადაც ყველა ფუნდამენტური უფლება იყო დაცული - ეს არის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასება.

მადლობა თითოეულ მათგანს, საქართველოს დემოკრატიის ერთგულებისთვის, იმისთვის, რომ გლობალური პანდემიის ფონზეც კი, ჩამოვიდნენ საქართველოში და მხარი დაუჭირეს ჩვენს ქვეყანას წინსვლის პროცესში.

როგორც ყოველთვის ვაცხადებდით, ამ ურთულეს პირობებშიც კი, საქართველომ შეძლო თავისუფალი, ღია და კონკურენტული არჩევნების ჩატარება. ცალკეული ხარვეზები კი, არის გამოსწორებადი, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ. სწორედ ეს მისწრაფება გვაახლოებს ევროპული სახელმწიფოს მშენებლობასთან.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს მოქალაქეებს აქტიურობისთვის. მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, რომელთა სიმრავლე ჩვენ კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ ერთად გავაგრძელოთ წინსვლა.

სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას“, - წერს პრემიერი.