მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოფოძე: განსაკუთრებით მძიმე 1 პაციენტი გვყავს, ორი კი საყურადღებოა

რესპუბლიკური კლინიკის დირექტორი 2020
1592217068
COVID-19

რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის ლევან გოფოძის თქმით, საავადმყოფოში განსაკუთრებით მძიმე ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობაა, ხოლო დანარჩენის ორის კი საყურადღებოა.

ექიმის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულ 2 პაციენტს პნევმონია აქვს.

"ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 30 პაციენტია, აქედან 26 არის კოვიდინფიცირებული. გუშინ 5 პაციენტი დაგვემატა, აქედან სამი ცხელების ცენტრიდან და 2 მედპერსონალი აღმოჩნდა, მედდა. რაც შეეხება კოვიდინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, განსაკუთრებით მძიმე 1 პაციენტი გვყავს, ასევე გვყავს 2 განსაკუთრებით საყურადღებო პაციენტი, რომლებსაც პნევმონია აქვთ", - აღნიშნა გოფოძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში სულ გამოვლენილია ლაბორატორიულად დადასტურებული 879 კოვიდშემთხვევა, აქედან განკურნებულია 704.