მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გურიაში კორონავირუსი ორი თვის ბავშვს დაუდასტურდა

კორონავირუსი ჩვილს დაუდასტურდა
1600281383
COVID-19

გურიაში კორონავირუსი ორი თვის ბავშვს და 13 წლის მოზარდს დაუდასტურდათ. ინფორმაციას ტელეკომპანია „პირველი არხი“ ავრცელებს.

გურიაში დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი 13 წლის მოზარდია, ხოლო ყველაზე პატარა კი, 2 თვის ბავშვი. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ დაადასტურა.

ცნობისთვის, დღეს, 16 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.