მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმერეთი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით საქართველოში მესამე ადგილზეა

ქუთაისში კორონავირუსი 3 პირს დაუდასტურდა
1600938776
COVID-19

ბოლო რამდენიმე დღეა იმერეთში კორონავირუსის ათეულობით შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსის გავრცელების მასშტაბით, რეგიონი საქართველოში მესამე ადგილზეა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში იმერეთში ვირუსის 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 15 ქუთაისშია, 3 წყალტუბოში, 2 ბაღდათში, ხოლო თერჯოლასა და საჩხერეში 1.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, კორონავირუსის ყველაზე ბევრი შემთხვევა აჭარაში ფიქსირდება. გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში, კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარის შემდეგ, ინფიცირების ყველაზე მეტი - 34 ახალი შემთხვევა თბილისში დადასტურდა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 24 სექტემბერს კორონავირუსმა მორიგი ანტირეკორდი დაამყარა. ქვეყანაში, ბოლო 24 საათში კოვიფინფიცირებულთა რიცხვი 259-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 62 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4399 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1705 გამოჯანმრთელებულია, 25 გარდაცვლილი.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5584 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836, კოვიდსასტუმროებში მყოფი პირების რაოდენობა კი, 563-ია.