მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმერეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქუთაისის ინფექციური კლინიკა, 2020
1600847811
COVID-19

იმერეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველა ახალი შემთხვევის წყარო დადგენილია.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში გვაქვს 14 ახალი შემთხვევა. ყველა ახალი შემთხვევის წყარო დადგენილია, ეს უკავშირდება სავაჭრო ცენტრს, მაღაზიას, ასევე საირმეში გამოვლენილ შემთხვევებს“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

მისი თქმით, ქუთაისის ლაბორატორიაში გუშინ 1324 ტესტი გაკეთდა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში დღეს კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 227-ით გაიზარდა, 69 პაციენტმა ვირუსი დაამარცხა, 1 გარდაიცვალა.