მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე: მაინტერესებს, რუსულ ვაქცინაში ბილ გეითსი როგორ ჩადგამს ჩიპებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი
1597217448
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რუსეთის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დარეგისტრირების შესახებ დასმულ კითხვას გამოეხმაურა.

იმნაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რუსული ვაქცინის შესახებ ვერაფერს იტყვის, რადგან მისი გამოცდა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობდა.

„ხომ არის ადამიანების გარკვეული კატეგორია, ვინც თვლის, რომ დაჩიპავენ და ან ბილ გეითსმა უნდა დაჩიპოს. ძალიან მაინტერესებს, რუსულ ვაქცინაში ბილ გეითსი როგორ ჩადგამს თავის ჩიპებს, რომ დაჩიპოს. სერიოზულად თუ გიპასუხებთ, მაშინ ვერაფერს გეტყვით, იმიტომ, რომ ძალიან დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობდა ვაქცინის გამოცდა, მის ხარისხზე სანამ არ გამოქვეყნდება ზუსტი მონაცემები, მისი კვლევის შედეგებზე, ფაზებზე, სამწუხაროდ ,მეტს ვერაფდერს მოგახსენებთ“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 11 აგვისტოს კორონავირუსის ვაქცინის დარეგისტრირების შესახებ განაცხადა.

„რუსეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ვაქცინა დაარეგისტრირა. ის საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, ქმნის სტაბილურ იმუნიტეტს და ვიმეორებ, რომ ყველა საჭირო შემოწმება გავლილი აქვს“, - განაცხადა პუტინმა.