მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე: მსოფლიოში აღიარებული 2 სწრაფი ტესტიდან საქართველოში ერთ-ერთი გვაქვს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე
1603443428
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მსოფლიოში აღიარებული კორონავირუსის 2 სწრაფი ტესტიდან, საქართველოში ერთ-ერთია ჩამოტანილი.

„ეს ეხება მხოლოდ ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს - ცხვირიდან უნდა იყოს ნაცხი აღებული. მსოფლიოში სულ 2 ასეთი ტესტია, რომელიც აღიარებულია და ამ ორიდან ერთ-ერთი საქართველოში გვაქვს. ამას აღარ დასჭირდება PCR-ის დადასტურება. ეს უკვე შესულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებში. ასეთი 150 000-მდე ტესტი გვაქვს. შეკვეთილია კიდევ ნახევარი მილიონი. პასუხი 20 წუთში იქნება“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 183 და გამოჯანმრთელებულია 9751 ადამიანი.