მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე: ვიყოთ რეალისტები, ვაქცინა საქართველოში გაზაფხულამდე არ იქნება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი
1605113360
COVID-19

„ვიყოთ რეალისტები, ვაქცინა საქართველოში გაზაფხულამდე არ იქნება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

„ძალიან საიმედო შედეგები აქვს ამერიკულ-გერმანულ ვაქცინას (Pfizer/BioNTech), ასევე, მთავრდება კიდევ რამდენიმე კომპანიის ვაქცინის კვლევა. ალბათ, წლის ბოლოსთვის დაიწყება მათი მასობრივი წარმოება. საქართველო არის მონაწილე იმ გლობალური ფონდისა, რომელიც ანაწილებს ვაქცინებს. სხვა ქვეყნების მსგავსად ჩვენს ქვეყანასაც გადახდილი აქვს თანხა წინასწარ. ამ ფონდით შესაძლებელი იქნება ვაქცინების იმ მწარმოებელი ქვეყნების გარეთ დისტრიბუცია.

ხომ გასაგებია, რომ ჯერ თავიანთი ქვეყნებისთვის ექნებათ და მერე დაიწყება მისი განაწილება მსოფლიოში. უკვე რიგში ვართ.. მოდი, ვიყოთ რეალისტები. ალბათ, გაზაფხულამდე არ იქნება”, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, მიმიდნარე წლის 9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ Pfizer-მა ვაქცინის ტესტირებაში დიდ წარმატებას მიაღწია.