მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა

ინდოეთში კორონავირუსით 5 მილიონი ადამიანია ინფიცირებული
1600253792
COVID-19

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა. მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 90 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

პანდემიის მთელი ხნის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსისგან 82 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 1000-ზე მეტი - ბოლო დღე-ღამეში.

ინდოეთი ამჟამად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.