მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდური ფარმაცევტული კომპანიის Bharat Biotech-ის მიერ წარმოებული კოვაქსინის ვაქცინა მექსიკის ექსპერტთა ტექნიკურმა კომიტეტმა დადებითად შეაფასა

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა
1615024485
COVID-19

მექსიკის ექსპერტთა ტექნიკურმა კომიმიტეტმა, პარასკევს ანონიმური შეფასების საფუძველზე, ინდური ფარმაცევტული კომპანიის Bharat Biotech-ის მიერ წარმოებული კოვაქსინის ვაქცინა დადებითად შეაფასა. ამის შესახებ ინფორმაციას apnews.com ავრცელებს.

ახალი მოლეკულების შესახებ კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიში ფედერალური სამედიცინო უსაფრთხოების კომისიის დამტკიცების საბჭოს გაეგზავნება, რომელიც მსგავს რეკომენდაციებს მუდმივად ითვალისწინებს.

ვაქცინის მწარმოებლის მიერ გვიან ეტაპზე ჩატარებული გამოკვლევების შუალედური შედეგები აჩვენებს, რომ ვაქცინა კორონავირუსის დაავადების პრევენციისათვის 81 პროცენტით ეფექტურია. ინდოეთი არ დაელოდა ვაქცინის ეფექტურობის კვლევის შედეგებს და იანვარში Bharat Biotech-ის მიერ წარმოებული ვაქცინა გამოსაყენებლად გაგზავნა. შედეგად ინდოეთმა ვაქცინის 1,3 მილიონი დოზა მიიღო.

სამედიცინო სფეროს მუშაკები აცრების გაკეთებისგან თავს იკავებენ, ხოლო ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები შიშობენ, რომ ნორმატივების შემცირებამ ვაქცინის მიმართ ნდობა შეამცირა.

Bharat Biotech-მა უკვე გააფორმა ხელშეკრულება ბრაზილიასთან სექტემბრისთვის 20 მილიონი დოზა ვაქცინის მიწოდებაზე. ეს მექსიკისთვის გამოსაყენებლად დამტკიცებული უკვე მეხუთე ვაქცინა იქნება.

ჯამში მექსიკამ ვაქცინის 2,7 მილიონი დოზა მიიღო, რაც ქვეყნის 126 მილიონიანი მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

6 მარტის მონაცემებით, მექსიკაში კორონავირუსით 712 ადამიანი დაიღუპა. კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჯამში თითქმის 220,000-ს გადააჭარბა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მექსიკაში კორონავირუსის დასადგენი ტესტები მცირე რაოდენობით ტარდება.

6 მარტს, მექსიკაში კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 6,800 შემთხვევა დადასტურდა. სულ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი ქვეყანაში 2,1 მილიონს გადააჭარბა.