ინგოროყვას კლინიკის მედპერსონალის წარმომადგენელს, რომელსაც ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა, კორონავიურსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ PIA.GE-ს კლინიკის პრესსსამსახურში განუცხადეს.
"ჩვენს თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა, ინფექციის არსებობა არ დაუდასტურდა. მასთან კონტაქტში მყოფი ორი ექიმი თვითიზოლაციაშია და მათ სიმპტომები არ აღენიშნებათ",-განაცხადეს კლინიკაში.
ექიმს, რომელსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა, კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პაციენტთან. მიუხედავად ტესტის უარყოფითი პასუხისა, ის თვითიზოლაციის რეჟიმში ორი კვირის განმავლობაში დარჩება.