მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინფექციონისტი: თუ დიაბეტი რთულად სამართავია, ინფიცირებულ პაციენტს მეტი ყურადღება სჭირდება

ინფექციონისტი ექიმი
1606825935
COVID-19

„არიან ინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც აქვთ დიაბეტი მაგრამ ბინაზე იმართებიან. ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტების დროული შეფასება. მნიშვნელოვანია, თუ რამდენად რთული სამართავია დაავადება და რამდენად იმყოფებიან პაციენტები მათი მკურნალი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დიაბეტი, ერთმნიშვნელოვნად, სტაციონარიზაციის კრიტერიუმი არ არის, თუმცა თუ დაავადება რთულად სამართავია, პაციენტს მეტი ყურადღება სჭირდება“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა. 

მისი თქმით, აუცილებელია პაციენტებს პირველად ჯანდაცვის სისტემის ექიმთან მუდმივი კომუნიკაციის საშუალება ჰქონდეთ.

„ხშირ შემთხვევაში პაციენტებთან გვიან ხდება კომუნიკაცია. როცა პაციენტების შეფასება დაგვიანებულია, არის შემთხვევები, რომლებიც ფატალურად მთავრდება. აუცილებელია პაციენტებს მიეცეთ საშუალება, რომ ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდეთ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმთან, რათა შეფასდეს მათი მდგომარეობა. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს გარდა, კერძო სადაზღვეო სექტორის ექიმებიც მეტად უნდა ჩაერთონ ამ პროცესში“, - განაცხადა ექიმმა.

როგორც მან აღნიშნა, სტაციონარიზაციის კრიტერიუმები მკაცრად და მკაფიოდ უნდა გაიწეროს და პირველადი ჯანდაცვის სექტორი უნდა გაძლიერდეს.

👉 ინფორმაციისთვის, თბილისში 19 წლის ინფიცირებული გოგო, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა, კორონავირუსით 30 ნოემბერს გარდაიცვალა.

👉 პაციენტი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში კოვიდ-სასტუმროში იმყოფებოდა, კლინიკაში მისი გადაყვანა კი დაგვიანებული აღმოჩნდა.

👉 საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ინფექციით ქვეყანაში სულ გარდაცვლილია 1303 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ექიმი 19 წლის გოგოს გარდაცვალებაზე განმარტებას აკეთებს

👉 თენგიზ ცერცვაძე: „რემდესივირის“ შემოტანაზე ხელშეკრულებას ხელი გუშინ მოეწერა

👉„უამრავი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ხანგრძლივი კონტაქტით არ ინფიცირდებიან“ - თენგიზ ცერცვაძე