მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 6 მოზარდი განიკურნა

ინფექციურის ცენტრი
1589352223
COVID-19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 6 პაციენტი განიკურნა, 6-ივე მათგანი მოზარდია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

რაც შეეხება ახალ პაციენტებს, კლინიკაში დადასტურებული დიაგნოზით 2 ახალი ინფიცირებული შეიყვანეს.

"საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, 100-ზე მეტი სხვაობა გამოჯანმრთელებულებსა და მათ, შორის, ვინც სტაციონარებში მკურნალობს. ახალი 4 პაციენტი საკარანტინო სივრცეებიდანაა და ისინი 11 მაისს დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებია, დანარჩენი 4-დან 1 არის თეთრიწყაროდან 1 ბოლნისიდან. მათგან ჩვენთან საკარანტინო სივრციდან შემოყვანილია 2 პაციენტი",- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით მხოლოდ 1 მოზარდიღა რჩება. ასევე გაუმჯობესებულია მძიმე პაციენტრის მდგომარეობაც.

კლინიკაში კორონავირუსი სულ 33 პირს აქვს დადგენილი.