მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინფორმაცია კორონავირუსით გარდაცვლილი 3 ადამიანის შესახებ

საავადმყოფოში ექიმი
1601277286
COVID-19

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 2 პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა. ესენი არიან 65 წლის და 70 წლის მამაკაცები, რომლებსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

„ერთს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, მეორეს ინსულტი. ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა“, - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

მისი თქმით, მესამე პაციენტი თბილისში გარდაიცვალა. ეს არის 57 წლის ქალი, რომელსაც ასევე თანხმლები დაავადებები ჰქონდა.

„განვითარდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი. პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 148 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფიცირების 5552 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 2054 გამოჯანმრთელებულია, 31 გარდაცვლილი.