მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების მოხსნა ამ კვირაში დააანონსა

თავდაცვის მინისტრი
1613986219
COVID-19

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიმდინარე კვირაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები გამოცხადდება.

მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრისა და ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციების მიხედვით შემსუბუქდება შეზღუდვები.

„უკვე ვისაუბრე გუნდთან, ჩვენ ამ კვირაში გვექნება პირველი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც გამოვაცხადებთ კონკრეტულ შემსუბუქების ღონისძიებებს და ახლავე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ 80 პროცენტი გადაწყვეტილი იქნება.

შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება მჭიდრო კოორდინაციით და ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. თანამდებობიდან წასვლის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების თარიღთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი პოლიტსაბჭომ ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„უნივერსიტეტის ფორმალურ დიპლომს, ხშირად ახალგაზრდა ვერ იყენებს“ - ირაკლი ღარიბაშვილი

✔️ირაკლი ღარიბაშვილი: სრული მხარდაჭერა ბატონ გომელაურს, რომელიც ძალიან ეფექტიანად მართავს თავის უწყებას, სრული მხარდაჭერა თითოეულ პოლიციელს

✔️„აღვირახსნილი კამპანია, რაც პოლიციელების მიმართ „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ხორციელდება, უნდა დასრულდეს“ - ღარიბაშვილი