მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 610 ადამიანი ემსხვერპლა

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა
1586450125
COVID-19

610 გარდაცვლილი და 4204 ახალი შემთხვევა. ასეთია იტალიაში კოვიდინფექციის ბოლო 24 საათის ოფიციალური მონაცემები.

საერთო ჯამში კორონავირუსით 18 279 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო 28 470 კი განიკურნა.

ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. კოვიდ-19 გასული წლის დეკემბერში პირველად ჩინეთის პროვინცია უხანში დაფიქსირდა. ვირუსმა მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა.