მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იუსტიციის მინისტრი: მინდა მივმართო დედებს, დებს, რომლებიც საპატიმროებში იმყოფებიან

ვიცეპრემიერი 2020 წელი
1584127831
COVID-19

"მინდა მივმართო დედებს, დებს, რომლებიც არიან საპატიმროებში, მთავარია თქვენ იზრუნოთ ჩვენთან ერთად საკუთარ ჯანმრთელობაზე თქვენი შვილების ჯანმრთელობაზე ზრუნავს სახელმწიფო", - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პატიმარ ქალებს.

მისივე განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, განგაშის საფუძველი არ არის, თუმცა დაწესებულ შეზღუდვებს საზოგადოების ყველა წევრი უნდა შეეგუოს.

"მთავარი საზრუნავი არის ის, რომ გარეთ ვირუსი არ გავრცელდეს და ყველა ვიყოთ მკაცრი რეჟიმის პირობებში, რომ ერთმანეთს არ გადავდოთ რაიმე, რაც შემდეგ შეიძლება იყოს კორონავირუსი. შესაბამისად, განგაშის საფუძველი დღეს არ არსებობს ყველა უნდა შევეგუოთ დღეს შეზღუდვებს", – განაცხადა თეა წულუკიანმა "იმედის" ეთერში.

13 მარტის მონაცემებით, საქარველოში კორონავირუსის 25 შემთხვევაა გამოვლენილი, საკარანტინო რეჟიმში 314 პირი რჩება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეში 63 პირი იმყოფება.