მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით გარდაცვლილი 27 წლის პაციენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
1604415210
COVID-19

ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით გარდაცვლილი 27 წლის პაციენტის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„უპირველეს ყოვლისა, მწუხარებას გამოვთქვამთ ქუთაისში კოვიდდადასტურებული 27 წლის პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

გვსურს, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ მომხდარი სამწუხარო შემთხვევის შესახებ.

აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გამოძახება ორჯერ დაფიქსირდა. პირველ შემთხვევაში, 26 ოქტომბერს, დაბალი წნევის მოტივით დაფიქსირებული გამოძახება გაუქმებული იქნა ზარის ინიციატორის მიერ, რომლის განცხადებითაც, პაციენტი თავს გრძნობდა კარგად და მას აღარ ესაჭიროებოდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მეორე გამოძახება სუნთქვის გაძნელების მოტივით 31 ოქტომბერს, 01:27 სთ-ზე დაფიქსირდა, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი მისამართზე მყისიერად გავიდა და პაციენტი ცხელებით გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდა ტესტი კოვიდ-19-ზე და დადგინდა კოვიდინფექცია.

როგორც თქვენთვის ცნობილია, სამწუხაროდ, პაციენტი 1-ელ ნოემბერს გარდაიცვალა. კიდევ ერთხელ ვიზიარებთ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

აგრეთვე წაიკითხეთ 👇

🔴 საქართველოში კორონავირუსით 27 წლის პაციენტი გარდაიცვალა

🔴 მარტვილში კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა

🔴 1 943 ინფიცირება, 1 833 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში