მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო: კარანტინის 14-დღიანი პერიოდი არ უნდა შემცირდეს

გებრეიესუსი პრესკონფერენციაზე
1600351880
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, კარანტინის 14-დღიანი პერიოდი არ უნდა შემცირდეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„რეკომენდაცია ინკუბაციური პერიოდისა და ვირუსის გადაცემის მეცნიერულ გაგებას ემყარება“, - აღნიშნა ჯანმოს რეგიონალური ოფისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა კეტრინ სმოლვუდმა.

საკარანტინო დრო სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია. საფრანგეთში, რისკ ჯგუფში მყოფი, ხანდაზმული ადამიანები თვითიზოლაციაში 7 დღის განმავლობაში უნდა დარჩნენ, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საკარანტინო პერიოდი 10 დღეა, ხოლო პორტუგალია და ხორვატია კარანტინის 14-დღიანი პერიოდის შემცირებას განიხილავენ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში საკარანტინო პერიოდი ჯერ 12, ხოლო მოგვიანებით 8-დღემდე შემცირდა.