მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო: მომავალ კვირას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვი 10 მლნ-ს გადააჭარბებს

პაციენტის სასწრაფოთი გადაყვანა
1593077088
COVID-19

კორონავირუსული ინფექციის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოში მომდევნო კვირას 10 მლნ-ს გადააჭარბებს. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიუსმა განაცხადა.

ამ დროისთვის WHO-ს აღრიცხული აქვს 9.5 მლნ-ზე მეტი შემთხვევა. ორგანიზაციის შეფასებით, გარდაცვლილია 485 ათასზე მეტი პაციენტი.

ჯანმო-ს ხელმძღვანელმა მოუწოდა სახელმწიფოებს ყველაფერი გააკეთონ კორონავირუსთან საბრძოლველად, პირველ რიგში, აუცილებელია ჟანგბადის მიწოდება ყველა სერიოზულად დაავადებული პაციენტისთვის.