მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო: პანდემია გლობალურ დონეზე იზრდება

კორონავირუსი ინდოეთში
1594287015
COVID-19

კორონავირუსის პანდემია გლობალურ დონეზე იზრდება, რაც ინფექციის თითქმის ყოველდღიურად აღრიცხული რეკორდული რაოდენობით დასტურდება“,- ამის შესახებ რუსეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მელიტა ვუინოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ორ კვირაში ინფიცირების შემთხვევების რიცხვი 2 მლნ-ზე მეტით გაიზარდა.

„მთლიანობაში, ნახევარ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჯანმო-მ COVID-19-ის 10 მლნ-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა, ხოლო ბოლო ორ კვირაში მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირების 2 მლნ-ზე მეტი ახალი ფაქტი დადასტურდა.

კორონავირუსის სტატისტიკა

უკანასკნელი მონაცემებით, კოვიდინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა 12 მლნ-ს აჭარბებს. გარდაცვლილია 550 000-ზე მეტი ადამიანი.