მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახეთში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა

ექიმი კორონავირუსი
1607198675
COVID-19

კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის ერთი, საგარეჯოში მცხოვრები 79 წლის ხანდაზმულია, რომელიც „ჯეო- ჰოსპიტალსში“ მკურნალობდა.
 

COVID 19 გახდა ლეტალური შემთხვევის მიზეზი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოშიც, სადაც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალის მკვიდრი, 73 წლის კაცი ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობდა. ექიმების განმარტებით, ორივე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, ამიტომ მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სექტემბრიდან დღემდე კახეთის რეგიონში კორონავირუსით 32 მოქალაქე გარდაიცვალა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდინფიცირების 5 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 37 ადამიანი გარდაიცვალა.