მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქალაქ დუშეთისა და დაბა ჟინვალის ქუჩებს დეზინფექცია ჩაუტარდა

დუშეთი დეზინფექცია
1586761907
COVID-19

კორონავირუსის პანდემიის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამჯერად, სპეციალური ხსნარებით ქალაქ დუშეთისა და დაბა ჟინვალის ქუჩები დამუშავდა.

სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ადგილზე გაეცნენ.

დუშეთის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია ჩაუტარდა მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოებსაც. რეგულარულად მიმდინარეობს ქუჩების, სადარბაზოებისა და საზოგადოებრივი დაწესებულებების დეზინფექცია რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში.