მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყაზბეგის მერი: ინფიცირებულების კონტაქტები თვითიზოლაციაში იმყოფებიან

ყაზბეგის მერი 2020
1597402162
COVID-19

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პირის კონტაქტი მოძიებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ამის შესახებ ყაზბეგის მერმა ალექსანდრე ზაგაშვილმა განაცხადა.

„მუნიციპალიტეტში კვლევისას დადასტურებულია 9 შემთხვევა, რომელთაგან 4 არის სოფელი გარბნიდან, ხოლო 5 დაბა სტეფანწმინდიდან. ესენი არიან საბაჟოს თანამშრომლების კონტაქტები. ყველა კონტაქტი მოძიებულია და გადასულია თვითიზოლაციაში. დაბა სტეფანწმინდაში მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა კორონავირუსზე“, - აღნიშნა ალექსანდრე ზაგაშვილმა.

ეპიდემიოლოგების განცხადებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე კვლევა, ძირითადად, ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფებს უტარდებათ. ინფექციაზე ამჟამად 110 ადამიანს აქვს აღებული ტესტი.

ამ დროისთვის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ჯამში 13 შემთხვევაა დადასტურებული.