Pia Logo
COVID-19

ხუთი სამხედრო პირი მკურნალობას გორში გააგრძელებს

სამინისტროს შენობის გარე ფასადი
22:44 26.03

თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ხუთი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც მოთავსებულები იყვნენ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ხუთივე სამხედროთავს გრძნობს კარგად და მათ არ აღენიშნებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არცერთი ნიშანი. ასევე, პირველადი გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი. საუნივერსიტეტო კლინიკამ ორი სამხედროს ანალიზის მასალა კორონავირუსის კვლევაზე ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნა. სამ სამხედროს კი ანალიზი გორის ჰოსპიტალში ჩაუტარდება და ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში დღესვე გაიგზავნება, მიუხედავად იმისა, რომ მათ არც სიცხე და არც ვირუსისასთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები არ აღენიშნებათ.

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, სამხედროებს კიდევ ერთხელ ჩაუტარებს სრულ სამედიცინო კვლევებს. ყველა ანალიზის პასუხი ხვალ დილით გახდება ცნობილი.

სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი. ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ექნება ვირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები გადაყვანილი იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მათ ჩაუტარდებათ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰოსპიტალის მომზადებისა და კორონავირუსის ინფექციის კონტროლის დონე უმაღლესი კატეგორიით შეაფასა.

თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება სამხედროების ჯანმრთელობას და იღებს შესაბამის პრევენციულ ზომებს მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

თბილისის ზღვის

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 14 წლის მოზარდ...

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მიღებული 25 პასუხიდან ერთ პაციენტს კოვიდინფექცია აღმოა...
11:15
"ჰაიდელბერგ ცემენტის" ქარხანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შ...
33 წუთის წინ
თბილისის კულტურის ობიექტებში დასაქმებულ ხანდაზმულ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე თანამშრომლებს დ...
45 წუთის წინ
"ჩვენი მოქალაქეებსი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენთვის არის უპირველესი. კრიზისულმა სიტუაციებმა აჩვენა,...
59 წუთის წინ
"პირდაპირ მინდა განვაცხადო, საქართველო ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია, საკუთარი მოქალაქეების სამშობლოშ...
19:12
შერატონის მზარეულებმა სასტუმროში კარანტინში მყოფ სტუმრებს სიურპრიზი მოუწყვეს შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის სიურპრიზ...
COVID-19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასტუმრო საზღვარგარეთიდან...
სოფიო კილაძემ პატიმრები მოინახულა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯ...
კომპანიებს წლიური ანგარიშის წარდგენის ვა...
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ᲙᲝᲠᲝᲜᲐᲕᲘᲠᲣᲡᲘᲡ ᲞᲐᲜᲓᲔᲛᲘᲘᲡ გამო, ანგრიშვალდებულ კო...
დავით ზალკალიანი: 40-ზე მეტ ქვეყანაში 2...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეისათვის...