მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

“კლინიკა ბომონდის" ცხელების ცენტრში ახალგაზრდა ქალს COVID-19 არ დაუდასტურდა

კორონავირუსის ანალიზი
1588190029
COVID-19

“კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში ზუგდიდის სოფელ რუხიდან მძიმე მდგომარეობაში შემოყვანილ ახალგაზრდა ქალს COVID-19 არ დაუდასტურდა.

25 წლის ქალი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუხის საავადმყოფოდან მწვავე აპენდიციტით, ტემპერატურითა და ვირუსზე საეჭვო სხვა სიმპტომებით გადმოიყვანა. პაციენტი ამ დროისათვის მკურნალობას კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში გადის.

კლინიკის ხელმძღვანელის მამუკა მიქაძის თქმით, კორონავირუსზე ასევე უარყოფითია ცხელების ცენტრში მყოფი 4 პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგები.

ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებაში 3 საეჭვო პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან. პაციენტები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სახლებიდან ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით დღის განმავლობაში შემოიყვანეს.