მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსი გაზაფხულამდე კიდევ ერთ მილიონ ადამიანს შეიწირავს“ - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი 2020
1602662915
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პროგნოზის მიხედვით, კორონავირუსი გაზაფხულამდე კიდევ დაახლოებით მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდება.

„პროგნოზია, რომ პანდემია გაზაფხულამდე კიდევ ერთ მილიონ ადამიანს შეიწირავს ანუ ის იქნება უფრო მეტად მკვლელი, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია და ჰეპატიტი. ესენია ოთხი ყველაზე მკვლელი ინფექცია მსოფლიოში. კორონა მათ გადაასწრებს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ვაქცინის დამტკიცებამდე ვირუსისგან თავდაცვის ერთადერთი ეფექტიანი საშუალება პირბადის გამოყენებაა.

„დრო იქნება საჭირო, სანამ ვაქცინა დამტკიცდება და შემდეგ 5-6 მლრდ ადამიანი აიცრება, ამიტომ ერთადერთი თხოვნაა, ყველამ ვატაროთ პირბადე“, - განახცადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, ღია სივრცეში პირბადის ტარება მხოლოდ რეკომენდაციაა და სავალდებულო ხასიათს არ მიიღებს.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 7159 და გარდაცვლილია 109 ადამიანი.