მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსი საქართველოში - დილის მონაცემები

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ იზრდება
1594099360
COVID-19

7 ივლისის დილის მონაცემებით, კორონავირუსი საქართველოში 953 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათ შორის 830 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 გარდაიცვალა.

ბოლო დღეების განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების წყაროები ცნობილია. უმეტესად იმპორტირებული შემთხვევებია. კორონავირუსი ძირითადად უცხო ქვეყნიდან შემოსულ ტრაილერის მძღოლებს უდასტურდებათ.

ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ კორონავირუსის გავრცელების კუთხით სტაბილური სიტუაციაა, თუმცა მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ რეკომენდაციები გაითვალისწინონ - პირბადე გამოიყენონ, დაიცვან დისტანცია, თავშეყრის ადგილებს მოერიდონ.

ამ ეტაპზე, კარანტინის რეჟიმში 3903 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 202 პაციენტი.