მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის გამო რაგბიში 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი გაუქმდა

რაგბი, ჩემპიონატი, ჩაიშალა
1584717492
COVID-19

მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით კორონავირუსის პანდემიის გამო, 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონტი რაგბიში, რომელიც იტალიაში 28 ივნისიდან 18 ივლისამდე პერიოდში უნდა გამართულიყო გაუქმდა.

თამაშები ძირითადად ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში: ვერონაში, ვიადანასა და კავისანოში უნდა გამართულიყო, ანუ იქ სადაც ვირუსი ყველაზე მეტადაა გავრცელებული. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ბოლო პერიოდამდე განიხილებოდა ჩამპიონატის სხვა ქვეყანაში გადატანის შესაძლებლობა, თუმცა ისევ და ისევ კორონავირუსის გამო ვერც ეს მოხერხდა. ჩემპიონატში მონაწილეობა რიგით მეხუთედ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსაც უნდა მიეღო.

იტალია კორონავირუსმა სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტად დააზარალა. სიკვდილიანობის მსოფლიო საშუალოზე 2-ჯერ მაღალი კოეფიციენტის გამო, გარდაცვლილთა რიცხვმა 19 მარტს ჩინეთის მაჩვენებელს გადააჭარბა და 3405-ს მიაღწია.

კორონავირუსის გამო ასევე გაურკვეველი ვადით გადაიდო ევროპოს ქვეყნების შიდა ჩემპიონატები, 1 წლით გადაიდო ევროპის ჩემპიონატი და ამ დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ტოკიოს XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩატარების შესაძლებლობა.