მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსის მესამე ტალღის ალბათობა ძალიან მაღალია“ - იმნაძე

პაატა იმნაძის ბრიფინგი კორონავირუსთან დაკავშირებით, ივნისი 2020 წ.
1616756070
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ჟურნალისტებთან საუბარში ვებინარზე აცხადებს, რომ პირბადის ტარების, სოციალური დისტანცირებისა და რეგულაციების დაცვის შემთხვევაში ერთადერთი იმედი არსებობს, რომ მესამე ტალღა ზაფხულამდე არ იქნება. 

იმნაძის თქმით, მესამე ტალღის ალბათობა ძალიან მაღალია.

„მონაცემები აჩვენებს, რომ პირბადის ტარება ძალიან დაბალ ნიშნულზეა. თუ თავს შევიკავებთ ხალხმრავალი თავშეყრისგან, ვატარებთ პირბადეს და დავიცავთ სოციალურ დისტანცირებას, არსებობს იმედი რომ ზაფხულამდე მივიდეთ ისე, რომ მესამე ტალღა არ გვქონდეს. ალბათობა იმისა რომ მესამე ტალღა გვქონდეს ძალიან მაღალია. ეს ვაქცინაცია არაფერს არ მოგვცემს“, - აცხადებს პაატა იმნაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 BioNTech-მა და Pfizer-მა ვაქცინის ბავშვებზე გამოცდა დაიწყეს

🔴 ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სასულიერო პირებს კორონავირუსი დაუდასტურდათ