მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ მსოფლიოში 129 მილიონს გადააჭარბა

კორონავირუსი
1617213691
COVID-19

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ მსოფლიო მასშტაბით 129 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2 მილიონზე მეტია - მონაცემები Worldometer-ზე ვრცელდება. 

ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი 104,178,366-ს შეადგენს. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთში, საფრანგეთსა და რუსეთში ფიქსირდება.

კორონავირუსი მსოფლიოს 219 ქვეყანაშია გავრცელებული.

31 მარტის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 281 761-ს შეადგენს.

საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე იხილეთ:

📌თამარ გაბუნია: Pfizer-ის 14 000-ზე მეტი დოზიდან უკვე 10 000 დაჯავშნილია