მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის შემთხვევების რიცხვით საქართველომ ჩინეთს გაუსწრო

საქართველოში კორონავირუსით 3443 ადამიანი ინფიცირდა და 2539 ადამიანი გამოჯანმრთელდა
1605682670
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 3 443 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს. 

ქვეყანაში სულ გამოვლენილი COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 89 395-ს შეადგენს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის დამარცხება კიდევ 2 539 - მა ადამიანმა შეძლო. გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობა 71 468-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში კორონავირუსის ჯამში 88 669 შემთხვევაა დადასტურებული.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 რა სიმპტომები აქვს თენგიზ ცერცვაძეს?

🔴 პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა