მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის წინააღმდეგ პედაგოგების ვაქცინაცია დაიწყო

შმიგალი ვაქცინის ფასზე
1618919339
COVID-19

საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციაში პედაგოგები ჩაერთვნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მისი მოადგილე თამარ გაბუნია და განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდნენ.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს და პირადად მინისტრს, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პედაგოგებისთვის იწყება ვაქცინაციის პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს ემსახურება უმთავრეს მიზანს, ჩვენი პედაგოგების, ჩვენი შვილების, მოსწავლეების ჯანმრთელობას.

დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, შევინარჩუნოთ ის მონაპოვარი, რომ საკლასო ოთახებში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, ეს არის მნიშვნელოვანი მომავალი თაობებისთვის“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

ბოლო მონაცემებით, აცრილია 31 019 ადამიანი.