მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციით პაციენტის გარდაცვალება გაურკვევლობას იწვევს

ჩინურ ვაქცინაზე აზერბაიჯანის კონტრაქტი
1615359734
COVID-19

ავსტრიაში ექთნის გარდაცვალების ფაქტს უამრავი შეკითხვა მოჰყვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ასტრაზენეკას 37 000 დოზა ნომრით ABV 5300 პრევენციის მიზნით გაყიდვიდან ამოიღეს. რა ვიცით ამ შემთხვევის შესახებ და უკავშირდება თუ არა ის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას. ამ შინაარსის სტატიას აქვეყნებს უცხოური გამოცემა derstandard.de, სადაც Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით მკითხველების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობენ.

გასულ კვირას ავსტრიაში, ექთანი, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებიდან 10 დღის შემდეგ გარდაიცვალა, რამაც საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია. 49 წლის ქალი, რომელიც ავსტრიის ქალაქ ცვეტლის ცენტრალურ საავადმყოფოში მუშაობდა, თებერვლის ბოლოს ვენის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. ინფიცირებული ექთანი მოგვიანებით კოაგულაციის დარღვევის დიაგნოზით გარდაიცვალა.

კითხვა: რა ეტაპზეა გამოძიება ამ ტრაგიკულ საქმესთან დაკავშირებით❓

👉 პასუხი: ცენტრალური საავადმყოფოს ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება, თუმცა, ამ დრომდე არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ პაციენტის გარდაცვალება ვაქცინაციას უკავშირდება. ზუსტი მიზეზი, დაახლოებით, ათი დღის შემდეგ გახდება ცნობილი. ექთნის გარდაცვალება სისხლის სამართლებრივ დევნას არ გამოიწვევს. პროკურორ კრემსს არ სურს საქმის წარმოების დაწყება.

კითხვა: გასულ კვირას ცვეტლში კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. არის აქ რამე კავშირი❓

👉 პასუხი: ერთი შეხედვით - დიახ! ეს არის 35 წლის კოლეგა ცვეტლის ცენტრალური საავადმყოფოდან, რომელსაც ფილტვის ემბოლია განუვითარდა. პაციენტი საავადმყოფოს შიდა განყოფილებაში სტაციონალურ მკურნალობას გადის და მისი მდგომარეობა უმჯობესდება.

კითხვა: გამოიტანეს თუ არა რამე დასკვნა ამ საეჭვო შემთხვევების შემდეგ❓

👉 პასუხი: დიახ! ჯანმრთელობის უსაფრთხოების ფედერალური ოფისიდან გაკეთებული მიმართვის შემდეგ, პრევენციისა და უსაფრთხოების მიზნით, ასტრაზენეკას საეჭვო პარტია ნომრით ABV 5300 გაყიდვიდან ამოიღეს. საუბარია ვაქცინის 6000 დოზაზე. ვაქცინის გაყიდვის შეჩერების მიზეზი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დადგინდეს. ჯანმრთელობის უსაფრთხოების ფედერალური ოფისის მონაცემებით, ასტრაზენეკას ამ პარტიის დაახლოებით 37 000 დოზა უკვე შემოწმებულია. ამ პარტიაში მსგავსი ტიპის სერიოზულ გვერდით მოვლენებზე სხვა ინფორმაცია ჯერ არ დაფიქსირებულა.

კითხვა: რამდენად დიდია კავშირის ალბათობა ვაქცინაციასა და დაავადების ამ ორ სერიოზულ შემთხვევასთან❓

👉 პასუხი: ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა ჯერ არ შეიძლება. თუმცა, სტატისტიკის მიხედვით ამგვარი კავშირი ნაკლებსავარაუდოა. ერთის მხრივ, უდავოა, რომ AZD1222-ის ათ მილიონ დოზაზე მეტი უკვე გამოყენებულია, უმეტესად დიდ ბრიტანეთში და რაიმე სახის მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მეორეს მხრივ, კოაგულაციის დარღვევა არ არის ცნობილი, როგორც ამ ვაქცინის გვერდითი ეფექტი.

კითხვა: აშშ-დან ცნობილი გახდა გარდაცვალების იშვიათი შემთხვევის შესახებ, რომელსაც იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა ეწოდება და რომელიც Biotech / Pfizer-ის ვაქცინაციამ გამოიწვია. მართალია❓

👉 პასუხი: არც ამის შესახებ შეიძლება ჯერ საუბარი. აშშ-ის შემთხვევაშიც ვერ დადგინდა მიზეზ-შედეგობრივი ზუსტი კავშირი, თუმცა, ეს, შესაძლოა, მოხდეს ვაქცინაციის უიშვიათეს შემთხვევაში. ეს არის აუტოიმუნური დაავადება, რომელიც სისხლში თრომბოციდების რაოდენობას ამცირებს, რაც სისხლის შედედების დარღვევას იწვევს. ფლორიდელი ექიმის გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა. ეს ძალიან იშვიათი აუტოიმუნური დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსული ინფექციით (ისეთით, როგორიცაა წითელა და აგრეთვე, Covid-19) და კიდევ უფრო იშვიათ შემთხვევებში ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციით.

საერთო ჯამში, განკურნების მაჩვენებელი შედარებით კარგია - 70-დან 80 პროცენტამდე. თუმცა, თვითგანკურნების მაღალი მაჩვენებლის გამო, თერაპიასთან პირდაპირი კავშირის დამტკიცება რთულია.

კითხვა: არის თუ არა ცნობილი სხვა შემთხვევების შესახებ, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასიას უკავშირდება❓

👉 პასუხი: ამგვარი შემთხვევები დარეგისტრირებულია რამდენიმე ქვეყნიდან. გარდაცვალების შემთხვევებში ვერ მოხერხდა პირდაპირი კავშირის დადგენა ვაქცინაციასთან. ლეტალური შემთხვევების უმეტესობა ხანშიშესულ ან ძალიან სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტებში დაფიქსირდა.

კითხვა: რით განსხვავდება ასტრაზენეკას ვაქცინა სხვა ვაქცინებისგან გვერდითი მოვლენების თვალსაზრისით❓

👉 პასუხი: ზოგადად, განსხვავება მცირეა. უმნიშვნელო გვერდითი მოვლენები წარმოიქმნება სამივე სახეობის ვაქცინის მიღების შემთხვევაში. იქმნება შთაბეჭდილება, რომ AZD1222-ის ვაქცინა უფრო ძლიერია ძირითადად, ორი ფაქტორის გამო: ერთის მხრივ, ეს ვაქცინა ჯერ-ჯერობით გაუკეთდა 65 წლამდე ასაკის ადამიანებს. ხოლო შედარებით ახალგაზრდებში გვერდითი მოვლენები გაცილებით ძლიერია, ვიდრე ხანდაზმულებში. მეორეს მხრივ, AZD1222-ის ვაქცინის გვერდითი ეფექტები პირველი გაკეთების შემდეგ უფრო შეინიშნება, მაშინ, როდესაც mRNA-ით ვაქცინაციის შემთხვევაში გვერდითი ეფექტები მეორე ინექციის შემდეგ გაცილებით ძლიერია.