მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა

კორონავირუსის მატება
1587834436
COVID-19

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა. მსხვერპლის რიცხვი ბოლო 16 დღეში 2-ჯერ, ბოლო 25 დღეში კი 4-ჯერ გაიზარდა.

ყოველი მეოთხე გარდაცვლილი აშშ-ზე მოდის, სადაც მსხვერპლის ოდენობა იტალიისა და ესპანეთის ჯამურ მაჩვენებელს აღემატება. აშშ-ზე მოდის ასევე ყოველი მესამე ინფიცირებულიც.

მოსახლეობის ფარდობასთან შედარებით ყველაზე მეტი დაღუპული ჯუჯა სან-მარინოს ჰყავს 1 მლნ-დან 1179, ანუ მოსახლეობის 0.1%-ზე მეტი, მეორე ადგილზე 1 მლნ-დან 597 დაღუპულით ბელგიაა, მესამეზე 518 გარდაცვლილით ასევე ჯუჯა ანდორა.

აბსოლუტური მაჩვენებლის მიხედვით 25 აპრილის საღამოს მდგომარეობით, 20 000-ზე მეტი გარდაცვლილი სულ 5 სახელმწიფოშია:

აშშ - 52 915

იტალია -26 384

ესპპანეთი - 22 902

საფრანგეთი - 22 245

ბრიტანეთი - 20 319

ამჟამად სულ გამოვლენილია 2.873 მლნ შემთხვევა საიდანაც 200 ათასი ფატალურად დასრულდა. ამ რიცხვებზე დაყრდნობით სიკვდილიანობის კოეფიციენტი 6.98%-ს უდრის, მაგრამ რადგან 80%-ის, ან უფრო მეტის შემთხვევაში ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ყველა ინფიცირებული აღრიცხული არ არის სიკვდილიანობის კოეფიციენტი რეალურად ბევრად უფრო ნაკლებია, შესაძლოა 1%-ზე ნაკლებიც კი. კამათს იწვევს ასევე ისიც, თუ რამდენად სწორია ყველა გარდაცვლილისთვის ვინც ვირუსს ატარებდა სიკვდილის მიზეზად COVID 19-ის ჩაწერა, მაშინ როცა მას სხვა ბევრად უფრო მძიმე დაავადებაც ჰქონდა, რომელიც კორონავირუსის გარეშეც მოკლავდა და მხოლოდ კორონავირუსი რომ ჰქონოდა მაღალი ალბათობით გადარჩებოდა.