მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსით ინფიცირებული სკოლის დირექტორი გამოჯანმრთელების შემდეგ გარდაიცვალა

კორონავირუსით გარდაცვალება
1608058492
COVID-19

ადიგენის სოფელ ვარხნის მკვიდრი, 64 წლის ავთანდილ ლიპარიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მამაკაცს ხუთშაბათს, 17 დეკემბერს დაკრძალავენ.

წახნის სკოლის დირექტორს კორონავირუსი დაახლოებით, ორი კვირის წინ დაუდასტურდა. ვირუსი საშუალო სიმძიმით მიმდინარეობდა. პაციენტი მკურნალობის კურსს თბილისში, ჩაფიძის კლინიკაში გადიოდა.

რამდენიმე დღის წინ მამაკაცი გამოჯანმრთელდა და სახლში გაწერეს, თუმცა თანმხლები დაავადებების გამო, ინსულტი განუვითარდა და 14 დეკემბერს გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. ავთანდილ ლიპარიშვილის გარდა, ვირუსს ემსხვერპლა ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 77 წლის მამაკაცი, ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან 70 წლის მამაკაცი და 63 წლის მამაკაცი ასპინძის მუნიციპალიტეტიდან. რეგიონში გარდაცვლილთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა.