მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ექიმის ზოგადი ფოტო
1606632731
COVID-19

ახალ კორონავირუსულ ინფექციას კიდევ ერთი მედიკოსის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

კორონავირუსით წყალტუბოს რაიონული საავადმყოფოს კარდიოლოგი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, კარდიოლოგს ვირუსი მძიმე ფორმით ჰქონდა და ის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა.

მედიკოსს დადასტურებულ კოვიდინფექციასთან ერთად, თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

„დათო წულაია ათეული წლები ემსახურებოდა რაიონის მოსახლეობას. იყო პროფესიონალი ექიმი, ღირსეული პიროვნება და ერთგული მეგობარი. კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს და ქვეყანას“, -აცხადებენ მედიკოსის კოლეგები.