მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდინფიცირების 16 ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია

კორონავირუსი 2020
1588402229
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კოვიდინფიცირების 16 ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია.

როგორც ექიმმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 47 პაციენტი მკურნალობს. ეზუგბაიას ინფორმაციით, გუშინ კლინიკა ერთმა განკურნებულმა პაციენტმა დატოვა.

"დაგვემატა 16 დადასტურებული შემთხვევა და ამჟამად გვყავს 582. გამოჯანმრთლებული დაემატა 23 და ჯამში 207-ს შეადგენს. წყაროები უცვლელია ამიტომ ამ ეტაპზე დაზუსტებას არ აქვს მნიშვნელობა. 16 ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია. ჩვენგან გუშინ გაეწერა 1 გამოჯანმრთელებული", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.