მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდინფიცირებით გარდაცვლილი მე-18 პაციენტი 87 წლის იყო

ლენჯერი, კორონა
1598278437
COVID-19

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-18 პაციენტი 87 წლის იყო.

ქალი მცხეთის საავადმყოფოში მკურნალობდა. ექიმის ინფორმაციით, გარდაცვლილს გარდა კორონავირუსისა, სხვა თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა.

„შემოსვლის დღიდან იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში და კოვიდინფიცირებულ პაციენტებში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პაციენტად ითვლებოდა. 87 წლის ქალბატონი იყო, ის, აგრეთვე, მართვით სუნთქვაზე იყო“, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1421 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, აქტიური 266-ია. გამოჯანმრთელებულია ჯამში 1137 პაციენტი.