მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდინფიცირებული დეკანოზი დავით ქვლივიძე რეანიმაციაში გადაიყვანეს

დეკანოზი დავით ქვლივიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს
1605347974
COVID-19

დეკანოზი დავით ქვლივიძე COVID 19-ის მწვავე პნევმონიითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია საეკლესიო საქველმოქმედო გვერდის მიერ გავრცელდა.

„ღმერთმა ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უწყალობოს დეკანოზ დავითს.მოიხსენიეთ თქვენს ლოცვებში....“, - ნათქვამია გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

👉 შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 76 658 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან განკურნებულია 58 674 და გარდაცვლილია 669 პირი.